მადრიდის “რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო France Press იუწყება.
ბენზემას ფიგურირებს საქმეში, რომელიც საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი წევრის მატიო ვალბუენასთვის ფულის გამოძალვას ეხება. “ლიონის” ნახევარმცველს მისი ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ.
ამავე საქმეზე პოლიციამ ოთხი პირი, მათ შორის, “ლივერპულის” ყოფილი ფორვარდი ჯიბრილ სისეც დააკავა, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ფეხბურთელი მალევე გაათავისუფლა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბენზემას ხუთი წლის ციხეში გატარება ემუქრება.
