რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა, დილიდან მგზავრები გაჩერებაზე ტრანსპორტს ამაოდ ელოდებიან.
დღეს აღარ მოძრაობს ტრანსპორტი შემდეგი მიმართულებით – ძველი რუსთავიდან სპორტის სასახლემდე და მე-19-ე მიკრორაიონიდან თსუ-ს მაღლივი კორპუსისკენ.
გაფიცული მძღოლები კომპანია ,,ინტერტრანსისგან” დაწესებული დღიური ნორმის – 65 ლარის 45 ლარამდე შემცირებას მოითხოვენ.

