LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით დვალი : ვინც წამართვა ტელევიზია, დღეს ოდესაში ზის

45

დავით დვალი პროკურატურას მოუწოდებს, “რუსთავის 2”-ის საქმის მასალებში არსებული ინფორმაცია გაასაჯაროოს, ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“იქნებ მოვთხოვოთ პროკურატურას, რომ გაასაჯაროოს ის ინფორმაცია, რომელიც გამოძიებაში დევს. ძალიან საინტერესო მასალებია, ვინ რა გააკეთა, ვინ როგორ იმოქმედა, როგორ გაუშვეს გაკოტრებაზე, ვისი დავალებით და ასე შემდეგ. აღმოაჩენთ, რომ ის პირები, რომლებიც ოდესიდან გეგმებს აგზავნიან, მთავარი მონაწილეები არიან და არა ის ვიღაც კარსანიძე, რომელიც შლოპანცებით ზის, საიდანღაც გამოიყვანეს და გადააფორმებინეს. ეს ადამიანი სრულიად არაფერ შუაშია. მე ვთქვა, რომ კარსანიძემ წამართვა ტელევიზია სასაცილო იქნება, ვინც წამართვა ტელევიზია, დღეს ოდესაში ზის, სამწუხაროდ ისევ არევას, ბრძანებების გაცემას და თქვენს გამოყენებას ცდილობს,”- მიმართა დავით დვალმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g