გუშინ, ვითიბი ლიგის გათამაშების მორიგ ტურში, თბილისის “ვითამ” შინ კიდევ ერთ რუსულ გუნდს – ყაზანის “უნიქსს” უმასპინძლა. სამწუხაროდ, ქართველი კალათბურთელები ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში დამარცხდნენ – 76:104.
არადა, მართალია მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 13 ქულით დათმეს, მაგრამ შემდეგ ორი მეოთხედი მოიგეს (22:20 და 27:22) და გადამწყვეტ ათწუთეულამდე შანსი შეინარჩუნეს, თუმცა დასკვნითი პერიოდი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და ყაზანელებმა 22 ქულით იმარჯვეს.
მომდევნო მატჩს “ვითა” სტუმრად 15 ნოემბერს, კრასნოიარსკში, “ენისეისთან” გამართავს.