LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ ჩაძირა ძაღლმა „ბორბლებიანი სახლი“

bus

ტეხასის შტატში უჩვეულო ინციდენტი მოხდა. მისი მონაწილეები კი ადგილობრივი ერიკ ჯექსონი და მისი ძაღლი, სახელად – ბოდი გახდნენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო „WYKC 3” იუწყება, ერიკმა ფურგონით წყალსაცავთან ნავი მიიტანა და მას წყალში უშვებდა, როდესაც ცუგა მძღოლის სავარძელზე დაჯდა და ძრავი აამუშავა. უფრო მეტიც, ძაღლმა ავტომობილი უკან წაიყვანა და მისი ჩაძირვის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ინციდენტი იქვე დამონტაჟებულმა კამერამ დეტალურად გადაიღო და ვიდეო სულ მალე ვირუსული გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები