LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში საგზაო ნიშნების ქურდებს ებრძვიან

mile

ვაშინგტონის შტატის ტრანსპორტის დეპარტამენტი ქურდებმა ძალიან შეაწუხეს და პრობლემის მოსაგვარებლად საინტერესო მეთოდი მოიფიქრეს. ამიერიდან საგზაო ნიშნებზე მხოლოდ „უინტერესო“ ციფრებს დაიტანენ ხოლმე. ოფიციალური მონაცემებით 2012 წლიდან დღემდე შტატში 608 საგზაო ნიშანი გამოცვალეს და როგორც ცნობილია, მათი უმრავლესობა მძღოლებმა სამახსოვროდ მოხსნეს. მაგალითად, ყველაზე პოპულარულ ციფრებს შორის 69-მ გაიმარჯვა და 69-ე მილის აღმნიშვნელი ნიშანი მუდმივად იკარგება ხოლმე. ასევე არანაკლებ პოპულარულია ნიშანი 420, რომელიც ამერიკელებისთვის მარიხუანის მოხმარებასთან ასოცირდება. საქმე ისაა, რომ შტატებში არსებობს კომპანია „420“ რომელიც კანაფის ლეგალიზებისთვის იბრძვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავს საგზაო ნიშნებს არამხოლოდ ვაშინგტონის შტატში, არამედ სხვა შტატებშიც აქტიურად იპარავენ ხოლმე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g