დეტროიტში ყოველწლიური ავტოშოუ გაიხსნა, რომელზეც ცნობილმა ბრენდებმა ძვირდაღირებული მოდელების პრეზენტაცია გამართეს. განსაკუთრებულ სიახლეებს შორის მოექცა „კადილაკის“ სპორტქარი XT-6, რომელიც ბაზარზე სავარაუდოდ, წლის ბოლოდან გამოვა.
არანაკლებ საინტერესო გამოვიდა Ford Explorer SUV და Ford Shelby GT500-იც. არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში ყველაზე პოპულარული SUV სწორედ Explorer-ია და მისი გაყიდვები 7.7 მილიონს აჭარბებს.
ყველაზე ხმაურიანი ავტოშოუ დეტროიტში 27 იანვრამდე გაგრძელდება.