LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა

pjimage-2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ვერაზე, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილის მიმართულებით გაისროლეს. დაზიანებულია ავტომობილის უკანა საქარე მინა და საბარგული. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მღძოლმა გზა განაგრძო, რის შემდეგაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g