LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მილიონზე მეტი მგზავრი წლიურად – როგორი იყო 2018 საქართველოს აეროპორტებისთვის

1

2018 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 5,033,118 მგზავრს მოემსახურა. რაც 24% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წელი 4,74, 448 მგზავრი).

დეკემბერში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დეკემბერში 261,098 მგზავრს მოემსახურა, რაც 18% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი 220,722 მგზავრი ). ხოლო 12 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20% შეადგინა 2018 – 3,808,650 (2017 წელი 3,164,275 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის დეკემბერში 127% გაიზარდა და 57,088 მგზავრი შეადგინა (2017 წლის დეკემბერი 25,146 მგზავრი). რაც შეეხება 12 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52% მეტია. (2017 წლის 12 თვე 405,698).

✈ 2018 წლის დეკემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 18,492 მგზავრმა ისარგებლა. რაც 66% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის დეკემბერი 11,141 მგზავრი). რაც შეეხება წლიურ ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წელს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა და 598,862 მგზავრი შეადგინა. (2017 წელი 495,704 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წელს 8,264 მგზავრმა ისარგებლა. ჯამში კი წლის განმავლობაში ადგილობრივ აეროპორტებში 410 რეისი შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g