LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი პალატაში გადაიყვანეს

240221670

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტიდან , პალატაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის პალატაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას აგრძელებს.

როგორც იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგიის განყოფილების უფროსმა, ედიშერ მაღალაშვილმა განაცხადა, მცირეწლოვანს კლინიკიდან სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაწერენ.

დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამასთან, დაშავდა რვა პირი, მათ შორის ექვსი ბავშვი. ყველა მათგანი კლინიკებიდან უკვე გაეწერა. ამ დროისთვის ერთი პაციენტი მხოლოდ იაშვილის კლინიკაში რჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g