ადრიანა ლიმას გული კვლავ თავისუფალია. მართალია, თავად 37 წლის სუპერმოდელს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა მედია ,,ვიქტორიას სიკრეტის” ყოფილი ანგელოზისა და თურქი მწერლის, მეთინ ჰარას დაშორებაზე ალაპარაკდა.
საინტერესოა, რომ უკანასკნელად წყვილი ერთად გასული წლის ნოემბერში დააფიქსირეს. ამასთან, ბოლო პერიოდში ისინი საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აღარ აზიარებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ადრიანა ლიმასა და მეთინ ჰარას რომანის შესახებ ცნობილი 2017 წლის ივნისში გახდა. მათი ურთიერთობა იმდენად სერიოზული ჩანდა, რომ კულუარებში მოსალოდნელი ქორწილის შესახებაც საუბრობდნენ. როგორც ჩანს, ბედმა ისინი ერთმანეთს გაყარა.

