ჟურნალისტი თამთა ჯანაძე 4 წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც თამთა აღნიშნავს, ელოდება, როდის აიღებს ვინმე პასუხისმგებლობას პატარა გოგონას გარდაცვალებაზე.
გთავაზობთ ჟურნალისტის სტატუსს:
„მეორე დღეა, ველოდები ვინმეს, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, მშობლისგან გაწირული 4 წლის ბავშვის სიკვდილზე.
მეორე დღეა ველოდები, რომ მინიმუმ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი გამოვა, აღიარებს სისტემის უუნარობას, ბოდიშს მოუხდის საზოგადოებას და გადადგება!
ჯერ კიდევ მგონია, რომ გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოში ვცხოვრობ.
გეხვეწებით, ნუ დამაკარგვინებთ ამ იმედს“.