LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ჯოჯოხეთი მოუწყვეს: კრიშტიანომ შეუფერებელი ფოტო გამოაქვეყნა

2507051-52039730-2560-1440

ემილიანო სალას ძებნისას კრიშტიანო რონალდომ სოცქსელებში არც თუ შესაფერისი ფოტო დადო.

„იუვენტუსის“ ფორვარდმა სიცოცხლით სავსე ფოტო გამოაქვეყნა თვითმფრინავის ბორტიდან იმ მომენტში, როდესაც უკვე ცნობილი იყო „კარდიფის“ ახალწვეულის ემილიანო სალას ტრაგედიის შესახებ.

პორტუგალიელმა პოსტი სამი პოზიტიური სმაილით გააფორმა. კომენტარებში ნამდვილი ჯოჯოხეთია.

 

 

სალას პატარა თვითმფრინავი საფრანგეთიდან ორშაბათს 19:15 სთ-ზე გაფრინდა და 45 წუთში კავშირი გაქრა. სამძებრო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

„კარდიფმა“ სალა „ნანტიდან“ მისთვის სარეკორდო თანხად, 20 მილიონ ევროდ იყიდა.

ლიგა 1-ის 19 მატჩში სალამ 12+2 გაიფორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები