ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს ბუდაპეშტიდან თბილისში ხვალ საღამოს 17:40 საათზე ჩამოასვენებენ. პანაშვიდები წყნეთში, ფიროსმანის ქუჩაზე გაიმართება, კვირას კი ქაშუეთის ტაძრიდან გამოასვენებენ. მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 21 იანვარს 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფრმაციით, ფატალური შედეგი თრომბმა გამოიწვია.
კომპანია კოლეგების და მეგობრების სახელით თანაგრძნობისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.
TV პირველში ჯაკოს სამძიმრის წიგნი გახსნეს [ფოტო]
ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია “TV პირველის” წამყვანი იყო, მანამდე კი სხადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა.
ჯაკოს გარდაცვალების გამო TV პირველში სამძიმრის წიგნია გახსნილი.