საიუველირო მაღაზიათა ქსელი “დელფოსი” საბურთალოზე ორ ახალ ფილიალს გახსნის.
როგორც „ფორტუნას“ კომპანიიდან აცნობეს, ახალი მაღაზიები სავაჭრო ცენტრ “აი-ჯი მოლში” და საბურთალოზე მდებარე ,,გუდვილში’’ განთავსდება.
ამასთან , ,,დელფოსი’’ სპეციალურად საბურთალოს გუდვილის მოხმარებლებს 50%- იან ფასდაკლებას შესთავაზებს. კერძოდ, გუდვილის ფილიალში სპეციალური ფასებით ქალისა და მამაკაცის ორიგინალი საათების სრული კოლექცია გაიყიდება.
“დელფოსი” 8 ფილიალის მფლობელია.