LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა დაესწროს თუ არა ქმარი ცოლის მშობიარობას

1077

უნდა დაესწროს თუ არა მამაკაცი ცოლის, ან საყვარელი ქალის მშობიარობას – ამასთან დაკავშირებით კამათი მუდმივად მიმდინარეობს და კითხვებზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.

 

არგუმენტები, რატომ უნდა დაესწროს ქმარი ცოლის მშობიარობას

 

  1. ბევრი ექიმი მიიჩნევს, რომ მამაკაცის დასწრება მშობიარობაზე შესაძლო გართულებების რაოდენობას ამცირებს. პირველ რიგში, ქალი გრძნობს მორალურ მხარდაჭერას, საყვარელი მამაკაცი ეხმარება მას დამშვიდდეს და პოულობს საჭირო სიტყვებს. მეორეც – ქმარი მას არა მხოლოდ მორალურად, არამედ, შესაძლოა, ფიზიკური ტკივილის შემცირებაშიც დაეხმაროს – გაუკეთოს მოსადუნებლად მასაჟი.
  2. ქმრის დასწრება ექიმების თავაზიანობის გარანტიაა. არც ისე იშვიათად, მეანები ქალებს უხეშად მიმართავენ და ექცევიან. ამიტომ, ფაქტი, რომ მშობიარესთან ერთად მისი ახლობელი ადამიანია, ნერვულ დაძაბულობას ხსნის.
  3. ბავშვთან მიჯაჭვულობა პირველივე წუთებიდან ყალიბდება. ფსიქოლოგების ნაწილი ამბობს, რომ თუ მამა დაესწრება მშობიარობას, მისი და ბავშვის კავშირი უფრო მყარი იქნება.
  4. ასეთი შემთხვევები წყვილის ურთიერთობასაც ამყარებს, მშობიარობის მწვავე ტკივილები და დიდი განსაცდელი მაქსიმალურ სიახლოვეს აჩენს და შეყვარებული ადამიანები ერთმანეთს უფრო მეტად ენდობიან.

 

არგუმენტები, რატომ არ უნდა დაესწროს ქმარი ცოლის მშობიარობას :

  1. მშობიარობის პროცესი, შესაძლოა, ძალიან გაჭიანურდეს, ქმარს კი ყოველთვის არ შეუძლია, საჭირო თანადგომის აღმოჩენა. ხშირად სწორედ პირიქითაც ხდება ხოლმე – მამაკაცი იწყებს ნერვიულობას, რაც მშობიარეს კიდევ უფრო ძაბავს, საბოლოოდ კი მშობიარობის პროცესი კიდევ უფრო რთულდება.
  2. წყვილის სექსუალური ცხოვრება, შესაძლოა, უარესობისკენ შეიცვალოს, როდესაც კაცი ქალს დაინახავს ძალიან არასასურველ მდგომარეობაში. ამიტომ, გაითვალისწინეთ, რომ რისკი ძალიან დიდია.
  3. შესაძლოა, წყვილი ერთმანეთს დაახლოების ნაცვლად, დაშორდეს. თუ ორსული ქმარს აიძულებს, მისი ნების მიუხედავად გაჰყვეს სამშობიარო სახლში და მასთან ერთად იყოს ბლოკში მშობიარობის დროს, არაფერი კარგი შედეგად არ იქნება. კაცმა შიშისგან და განცდისგან, შესაძლოა, გონებაც კი დაკარგოს და მუდმივად ჰქონდეს დანაშაულის გრძნობა, რაც შემდეგ ურთიერთობაზე ძალიან ცუდად აისახება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g