LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

43

გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ188–კმ198 (უშგული– ლასდილი) და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ142–კმ157 (ცანა–ლასდილი) მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;

დიდთოვლობის გამო, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31¬კმ62 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;

დიდთოვლობის გამო, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;

დიდთოვლობის გამო, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა¬ბახმარო) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
დიდთოვლობის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ19–კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ18 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;

ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი¬ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ80-კმ136 (მლეთა-დარიალის ხეობა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება;
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წაკლკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
დიდთოვლობის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g