ჯენიფერ ენისტონი დედობისთვის ემზადება. ინსაიდერის ინფორმაციით, 49 წლის მსახიობი ბავშვის აყვანას გეგმავს.
საინტერესოა, რომ ამერიკელი ვარსკვლავი ამ დღეებში რამდენიმე ბავშვთა სახლს სტუმრობდა. გაირკვა, რომ ჰოლივუდის ლამაზმანმა არჩევანი უკვე გააკეთა. ის 13 თვის მექსიკელ გოგონას იშველებს, რომელმაც მშობლები დაბადებიდან მალევე დაკარგა.
ცნობილია, რომ მომავალ დედას ბავშვის აყვანა ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა, როცა ის ქორწინებაში მეორედ იმყოფებოდა. როგორც ჩანს, მაშინ წყვილმა გეგმის განხორციელება ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ ერთმანეთს გასული წლის თებერვალში დაშორდნენ. ვარაუდობენ, რომ განქორწინების მიზეზი სწორედ ბავშვის ყოლა იყო. ცნობისთვის, ჯენი ბრედ პიტთან ქორწინებისას ორსულად იყო, თუმცა სტრესისა და სერიალ ,,მეგობრების” გადაღებების გადატვირთული გრაფიკის გამო, მას სამწუხაროდ მუცელი მოეშალა.