„ორიფლეიმ საქართველომ” ახალი ბიზნეს ცენტრი გახსნა
ახალი ოფისი თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე „მეიდან ჯგუფის” ბიზნეს-ცენტრში განთავსდა.
როგორც ,,ფორტუნას’’ ,,ორიფლეიმ საქართველოს’’ მარკეტინგის დირექტორმა სოფო ბურძგლამ განუცხადა, ახალი ოფისი კომპანიას მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს.
,,ჩვენ გადავედით თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბიზნეს-ცენტრში, სადაც მეტი სივრცეა იმისთვის, რომ კონსულტანტებმა კომფორტულ გარემოში შეძლონ კლინეტების მომსახურება. ახლაც მიმდინარეობს ახალი კონსულტანტების რეგისტრაცია, ახალი ოფისი კი იძლევა იმის საშუალებას, მათი რაოდენობა გავზარდოთ’’- განაცხადა ,,ორიფლეიმ საქართველოს’’ მარკეტინგის დირექტორმა.
ამ დროისათვის კომპანია მომხმარებელს სიახლეს სთვაზობს. ახალ კატალოგში უკვე განთავსდა ,,ნოვეიჯის’’ სახის მოვლის სერია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე უკვე გაყიდვაშია სუნამო ,,ვიაიპ ონლი’’ , ასორტიმენტი საახალწლოდ კიდევ გაფართოვდება.
”ორიფლეიმი” ქართულ ბაზარზე 15 წელია მუშაობს და 20 ათასზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული.