LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის მიმართავს მარიტა როხვაძე – „თქვენს ჯინაზე, უფრო წარმატებული ვიქნები!“

254

მარიტა როხვაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს,საიდანაც ირკვევა, რომ მწარე კომენტარები, რომელიც მისი მისამართით ინტერნეტში ქვეყნდება, მომღერალს გულს სტკენს.

„დღეს რატომღაც მომინდა, თვალი გადამევლო ჩემს ინტერვიუებზე და უბრალოდ, ზოგიერთ მოგონილ სტატიებზე, სადაც თავიანთი სურვილით წერენ ხოლმე საოცარ ამბებს და მე არც კი მეკითხებიან.

მოკლედ, ჩავუჯექი გემრიელად და… 
აი, ინტერვიუს ბოლოს რომ კომენტარებს ტოვებენ, გაოცებული და გულამოვარდნილი ვკითხულობდი თითოეულ სიტყვას, ზოგიერთს რამოდენიმეჯერ, ხომ არ მეჩვენება-მეთქი?!

ადამიანები, რომლებიც არ მიცნობთ, არ იცით, რა მილხინს და რა მიჭირს, რა მიყვარს და ვინ მიყვარს, საერთოდ, როგორი ვარ, როგორ შეგიძლიათ, ასეთი ბოროტული რაღაცები დაწეროთ?! მართლაც რომ ენას ძვალი არ აქვს!!!

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი კარგი გიხარიათ, მამხნევებთ, ეკამათებით იმ კომენტარებში ბოროტ ენებს და უბრალოდ, გიყვართ მარიტა! მადლობა თქვენ, ჩემო კარგო ადამიანებო, იმისთვის, რომ უდიდესი სუყვარულით მიიღეთ ქუთაისელი გოგონა და არ იშურებთ კომპლიმენტებს! მე თქვენ მაძლიერებთ და მაფერადებთ!

მაძლიერებთ თქვენც, ბოროტო ენებო, უფრო მეტს გავაკეთებ და წარმატებული ვიქნები თქვენს ჯინაზე, თქვენ ყოველთვის კლავიატურას ამოფარებულები იქნებით!!! 
ერთ რჩევას მოგცემთ...
გაიღიმეთ, გიყვარდეთ და იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით!!! ცხოვრება ხომ ასე მშვენიერია…“ – წერს მარიტა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g