ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც “ფორტუნას” “ყაზტრანსგაზ-თბილისში” განუცხადეს, გარდაცვლილია 7 ადამიანი.
“ამ დროისთვის ზუსტდება ეს იყო გაჟონვა, თუ CO-თი იყო გამოწვეული შემთხვევა. ადგილზე იმყოფებიან ჩვენი წარმომადგენლები,” – განაცხადეს “ყაზტრანსგაზ-თბილისში”.