LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამედროვე ავტომობილების გატაცება ძალიან მარტივია

on

ასობით თანამედროვე ავტომობილი, რომელიც ახალი თაობის სისტემებითაა აღჭურვილი და გასაღების გარეშე იღება – უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

ბრიტანელმა ავტოექსპერტებმა დაადგინეს, რომ გამტაცებლები ავტომობილებს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ძალიან მარტივად ტეხავენ.

ყველაზე დიდი რისკის ქვეშ Ford Fiesta-ს, Volkswagen Golf-ის, Nissan Qashqai-ის და Ford Focus-ის ახალი თაობის მოდელები არიან. ექსპერიმენტში 250-მდე ავტომობილი გამოსცადეს და ჰაკერებმა მათი უმრავლესობა სრულიად უპრობლემოდ გახსნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები