LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

90 წელი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში – როი ჰაკეტი [ვიდეო]

stream_img

წარმოშობით იამაიკელი როი ჰაკეტი დიდ ბრიტანეთში 1952 წელს ჩავიდა. მან 50 წელი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა და 90 წლის ასაკშიც ბრძოლას განაგრძობს. როიმ დიდი წვლილი შეიტანა თანამეგობრობის კოორდინაციის კომიტეტის შექმნაში, რომელმაც ფერადკანიანების უფლებების დასაცავად ბევრი გააკეთა. 1963 წელს კომიტეტი დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. “ბრისტონის” ავტობუსების კომპანიამ უარი განაცხადა ფერადკანიანი ადამიანების სამსახურში აყვანაზე.

“მაშინ, როდესაც გვყავს ჩვენ თეთრკანიანი მუშა ხელი, ჩვენ ვაპირებთ მათ დასაქმებას და არა ფერადკანიანების. თეთრკანიანებისთვის საკმარისი სამუშაო ადგილები აღარ იქნება,” – აცხადებდნენ ბრიტანეთის ხელისუფლებაში.

ვითარების შესაცვლელად როი ჰაკეტმა და მისმა თანამოაზრეებმა აქცია მოაწყვეს და ქუჩები გადაკეტეს. ბოიკოტმა ქვეყნის ყურადღება მიიპყრო და შედეგიც გამოიღო. ავტობუსების კომპანიამ აკრძალვა გააუქმა. ორი წლის შემდეგ კი, კანონში ცვლილება შეიტანეს. 1965 წელს ჰაროლდ ვილსონმა პარლამენტში განაცხადა, რომ ბრიტანეთში დღეიდან, ნებისმიერი პირის მხრიდან პოლიტიკური, რელიგიური, კანის ფერისა თუ შესაძლებლობების გამო დისკრიმინაციის მცდელობის შემთხვევა, ჩაითვლებოდა დანაშაულად და დაისჯებოდა ციხეში ხუთთვიანი პატიმრობით.

“ჩვენ ასეთი გამოთქმა გვაქვს: ჩართული უნდა იყო, რომ რაიმე შეცვალო. ეს არის ჩემი სათქმელი: ჩართული, რომ შეცვალო. ეცადე და არასოდეს შეწყვიტო ცდა, იმიტომ, რომ მე მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდი. მე ვაგრძელებ ცდას, რადგან ყველა ფიქრობს, რომ არ ვარ კარგი, მე ვეცდები იქამდე, სანამ არ გავხდები ზედმეტად კარგი. დიდი ბრიტანეთი, არც ისე დიდი ყოფილა მეგობრებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებული ფერი გვქონდა.

როცა ჩამოვედი, გზას გავუყევი. დაახლოებით ათ კარზე დავაკაკუნე, მათ არ ჰქონდათ ბანერი, სადაც ეწერათ – “არა ბოშები, არა ძაღლები, არა ირლანდიელები და არა ფერადკანიანები”. თუმცა, როდესაც ქალმა კარი გამიღო და დამინახა, სიტყვა არ უთქვამს, ისე დამიხურა კარები.  ვიფიქრე, ეს აქ ნორმალური იყო. არ არსებობდა კანონი დისკრიმინაციის შესახებ და იმაზე, თუ როგორ არ უნდა მოქცეულიყვნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ.

როდესაც ვცადე ჩემი პირველი სახლის შეძენა, თეთრკანიანების დიდი ბრბო იდგა გარეთ. მე ვიფიქრე, ისინი მოსალოცად მოვიდნენთქო, მაგრამ არა. იცით რა გააკეთეს? მითხრეს, რომ ჩემი იქ ყოფნა არ უნდოდათ. მე ვთქვი: რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანები განსხვავებული კანის ფერით? რატომ არ შექმნა ყველა ან შავი ან თეთრი ან წითელკანიანები? ხომ არ გვექნებოდა ასეთი პრობლემები? თავი დეგრადირებულად ვიგრძენი. ვიფიქრე, აქ რას ვაკეთებ?

ვიფიქრე, უნდა შევგუებოდი ასეთ ვითარებას იქამდე, სანამ რამე არ გამოჩნდებოდა, თუმცა შემდეგ გადავწყვიტეთ ბრძოლა დაგვეწყო იმისთვის, რომ შავკანიანიც ყოფილიყო ჩართული ყველაფერში. ქვეყნებში, რომლებსაც ბრიტანეთი მართავდა, ჩვენ ვატარებდით ავტობუსებს, ვატარებდით ვერტმფრენებს, თვითმფრინავებს და მატარებლებს. რატომ არ შეგვეძლო ამის ინგლისში გაკეთება? ჩვენ ვთქვით, რომ სხვა ეტაპზე უნდა გადავსულიყავით. ვაპირებდით, რომ შეგვექმნა ჯგუფები და გაგვეჩერებინა ავტობუსები. ჩვენ დავსხედით გზებზე. იმ დროისთვის, ჩრდილოეთში არტურ სკარგილმა მაღაროელების გაფიცვა მოაწყო. ჩვენ აქ ვაპირებდით გაფიცვის მოწყობას. ერთხელ თქვეს, “არტურ სკრაგილი, როი ჰაკეტი და ტონი ბენი ინგლისში სამი ყველაზე ცუდი ადამიანიაო”.

1965 წელს ჰაროლდ ვილსონმა პარლამენტში თქვა, ბრიტანეთში, დღეიდან ნებისმიერი პირის მხრიდან პოლიტიკური, რელიგიური, კანის ფერისა თუ შესაძლებლობების გამო დისკრიმინაციის მცდელობის შემთხვევა ჩაითვლება დანაშაულად და დაისჯება ციხეში ხუთთვიანი პატიმრობით. მე ავტირდი. მადლობა ღმერთს ამისთვის. ვთქვი, რომ გავიმარჯვეთ. ისინი არასოდეს ასწავლიდნენ სკოლებში იმას, რომ ეს მოხდა აქ. მე ვკითხულობდი, რატომ რცხვენიათ იმისა, თუ რა გავაკეთეთ ჩვენ. ვისაუბრე საჯარო სკოლებში. ყველას ვეუბნებოდი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მიგვეღწია ამისთვის და არასოდეს დავივიწყოთ თქვენი ფესვები. ცდა საუკეთესო საუშუალებაა. წარუმატებლობის შემთხვევაში, კიდევ სცადე. ან სცადე გააუმჯობესო, რაშიც წარუმატებლობა განიცადე და ახლიდან სცადე. ახალგაზდობა დღეს მომავლის თაობაა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მომავალი თაობა უკეთესი გავხადოთ,” –  ამბობს როი ჰაკეტი.

https://www.facebook.com/bbc/videos/374701953310967/?q=bbc%20older%20and%20wiser&epa=SEARCH_BOX

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები