LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისოლ ჯგუფი“ წლის საუკეთესო კომპანიად აღიარეს

132

„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესის ეროვნულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო კომპანიად აღიარეს.

„ვისოლ ჯგუფი“ მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმისის“ რიგით მე-16 ბიზნესის ეროვნული დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე წლის საუკეთესო კომპანიად აღიარეს და მთავარი პრიზი – ექსკლუზიური, ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ხელნაკეთი გარდამავალი ”გრან პრი” – „ბოლნური ჯვარი“ გადასცეს.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ და ვასილ ხორავა დაჯილდოვდა ოქროს სამკერდე ჯვრით და ნომინაციით: საზოგადოებრივი იმიჯი და რეპუტაცია, პროდუქტისა და მომსახურების უმაღლესი ხარისხი, მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ და სოსო ფხაკაძე კი ოქროს სამკერდე ჯვრით დაჯილდოვდა ნომინაციაში: პროდუქტისა და მომსახურების უმაღლესი ხარისხი, ყველაზე წარმატებული ბრენდი სუპერმარკეტების სექტორში, მომხმარებლის არჩევანი.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე „მსოფლიოს ქართველთა და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციამ“ „ვისოლის“ ხელმძღვანელები, ლევან და სოსო ფხაკაძეები ქართველ და ებრაელ ხალხთა შორის მეგობრული და კულტურული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საპატიო დიპლომით დააჯილდოვეს.

მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია “გორბიმ” 60 წარამტებულ კომპანიას შორის 30 საუკეთესო სხვადასვა ნომინაციებში გუშინ დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g