ავიაბილეთები, რომლითაც ქუთაისიდან ახალი ევროპული მიმართულებებით იფრენთ, ორშაბათიდან გაიყიდება.
საქართველოს წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის ბაზაზე ახალი ეარბას A320-სა და 6 ახალი მიმართულების დამატება დაანონსა. როგორც ცნობილია, ავიაკომპანია იწყებს რეგულარულ რეისებს ეინდჰოვენის, ბარის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ტალინისა და ბრიუსელის მიმართულებით. იაფი ბილეთების შეძენა 4 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი და მათი ფასი 59.99 ლარიდან / 19.99 ევროდან დაიწყება.
„მოხარულები ვართ, რომ Wizz Air იწყებს ახალ რეისებს ქუთაისიდან ევროპული ქალაქების მიმართულებით. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი მომხმარებლებისთვის მოგზაურობის მეტი შესაძლებლობების შექმნას, ჩვენს მგზავრებს საშუალება ექნებათ აღმოაჩინონ აღნიშნული პოპულარული ევროპული მიმართულებები და ჩვენი კომფორტული ფრენის განრიგითა, თუ დაბალი ფასებით ისარგებლონ. ამჟამად ჩვენს მომხმარებლებს ქუთაისიდან უკვე ვთავაზობთ 27 მიმართულებას 18 ქვეყნის მასშტაბით“ – ცხადებს Wizz Air-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, იოჰან ეიდჰაგენი.
ინფორმაციას avianews.ge ავრცელებს.