LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას დააკლდება პენსიის ზრდის ხარჯი?

102

90 მლნ ლარი, რომლითაც მომავალი წლის ივლისიდან პენსიის 20 ლარით ზრდა უნდა დაფინანსდეს, ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული დამატებითი შემოსავლებით დაფინანსდება.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, მნიშვნელოვანია, რომ თანხები არ მოაკლდება ეკონომიკის სხვა დარგებს მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. შესაბამისად, 2016 წლის 1 ივლისიდან პენსიის ზრდის მატების გადაწყვეტილება გამომდინარეობს ფისკალური მაჩვენებლებიდან.

2016 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო პენსია 180 ლარამდე გაიზრდება. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 1.6 მილიარდი ლარი დაიხარჯება. მომავალ წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მთლიანად, 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე 800 მლნ ლარამდე დაიხარჯება, მათ შორის, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე 570 მლნ ლარი მიიმართება.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 10 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, 200 მლნ ლარით გაიზრდება საგადასახადო შემოსავლების გეგმა და მისი მოცულობა 8.5 მილიარდ ლარზე მეტი იქნება. ამასთან დაგეგმილია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი 3%-ს არ გადააჭარბებს.

 

magti 5g