„ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება, და რომელიც განასახიერებს თავისუფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენ [ღირებულებებთანაა თანხვედრაში]” – ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი დუნკან ჰანტერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი შეფასებით, “საქართველო სწორ გზაზეა”
“ჩვენ ერთი რამის გვჯერა და ეს გვართიანებს… საქართველო სწორ გზაზეა. ახლა ამერიკის დროა, რომ მხარდაჭერა ვაჩვენოთ და საქართველოს დავეხმაროთ. ჩვენ ამას კონგრესში ვაკეთებთ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს და სხვა თავისუფალ ქვეყნებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან ყველა შესაძლო გზით“ , – ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი დუნკან ჰანტერი.
ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდემბლო ორგანოში, კონგრესში, ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ და ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მიღება გაიმართა. საქართველოს საელჩო შეერთებულ შტატებში ცდილობს მათ ქართული ღვინის ფონზე ის გეოპოლიტიკური გამოწვევები გააცნოს, რომლის წინაშეც საქართველოა.