LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილ ადამიანებთან დამშვიდობების უჩვეულო ცერემონიები

414

სამუდამოდ წასულ ახლობლებთან დამშვიდობება – ყველა კულტურას თავისებური ტრადიცია და ცერემონია აქვს. თუმცა ზოგჯერ ადამიანები სრულიად არატრადიციულ ღონისძიებებს მიმართავენ.
ყველაზე ხშირად მსგავსი რამ ცნობილ და გენიალურ ადამიანებს ახასიათებთ.

მაშ ასე, გაეცანით ცნობილი ადამიანების ანდერძს დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით.

 

ჯიმ ჰენსონი


პოპულარული „მაპეტ შოუს“ შემქმნელმა მის ბოლო დღეს გლოვა სასტიკად აკრძალა. სტუმრებს აეკრძალათ შავი ტანისამოსით მისვლა და მოწყენა. ცერემონიაზე სცენარისტის საყვარელ სიმღერებს უკრავდნენ, ხოლო გარშემო მისი შოუს თოჯინები იყვნენ.

 

მალკოლმ მაკლარენი


რაღაც ამდაგვარი გააკეთა საკულტო პანკ-როკ ჯგუფის Sex Pistols-ის მენეჯერმაც.
მაკლარენმა სტუმრებს ტირილი აუკრძალა და შეთავაზა წუთიერი დუმილი წუთიერი ქაოსით შეეცვალათ. მისმა ფანებმა ძალიან მოინდომეს და დარწმუნებული იყვნენ, რომ ის მათით იამაყებდა.

 

ჰანტერ ტომპსონი


პოპულარულმა მწერალმა თავის მეგობრებს თხოვა მწუხარე ცერემონიის ნაცვლად ხმაურიანი საღამო მოეწყოთ. გარდა ამისა, ითხოვა, რომ მისი ფერფლი ზარბაზნიდან გაესროლათ. თხოვნის შესრულება მისმა მეგობარმა ჯონი დეპმა ითავა და 2005 წლის 20 აგვისტოს ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ტომპსონმა ითხოვა.

 

ალეკსანდერ ბელი


ადამიანი, რომელმაც საშუალება მოგვცა ერთმანეთს შორ მანძილზე ვესაუბროთ, 1925 წელს გარდაიცვალა. იმ დღეს მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში ტელეფონები გამორთეს. როგორც კი გენიოსის სხეული მიწას მიაბარეს, კონტინენტზე ერთბაშად 13 მილიონზე მეტი აპარატი აწიკწიკდა – ხსოვნის საპატივსაცემოდ.

 

იუჯინ შუმეიკერი


კომეტა შუმეიკერ-ლევი 9-ის ერთ-ერთი პირველაღმომჩენი, რომელმაც მთელი ცხოვრება ასტროლოგიას მიუძღვნა, ოცნებობდა ოდესმე მთვარეზე ემოგზაურა. იქ მისი ფერფლი გააგზავნეს. კრატერს, სადაც ჩასვლისას ფეხი დაადგეს, შუმეიკერის სახელი უწოდეს.

 

სანდრა უესტი


მსახიობი და ნავთობის მაგნატის ქვრივი ისევე წავიდა, როგორც ცხოვრობდა. კუბოს ნაცვლად ცისფერი „ფერარი“ აირჩია, ხოლო უკანასკნელ სამოსად მაქმანებიანი ღამის პერანგი. ავტომობილი სპეციალურ ყუთში მოათავსეს და ბეტონით დაფარეს, რათა ქურდები თავიდან მოეშორებინათ.

 

ფრენკ სინატრა


ლეგენდარულ შემსრულებლებთან დამშვიდობება ყველა კათოლიკურ არხზე გადაიცემოდა. სინატრამ თადარიგი დაიჭირა და მის გვერდით იდო ბოთლი ვისკი, სანთებელა Zippo და 10 ცენტი, ყოველი შემთხვევისთვის, იქნებ დარეკვა დასჭირვებოდა.

mazda magti 5g