თბილისის მერმა კახა კალაძემ 2018 წელს როგორც ჩანს, ქალაქის გარდა, საკუთარი ავტოპარკიც განაახლა. როგორც მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, კალაძემ წელს 4 ავტომობილი გაყიდა, ხუთი კი შეიძინა.
გაყიდულ ავტომობილებს შორის არის 2015 წლის “მერსედეს ბენც ბლუტეკი” და “ჯიტიესი”, ასევე „ფერარი GTO” და “ბენტლი კონტინენტალი”.
რაც შეეხება შეძენილ ავტომობილებს, ყველა მათგანი ახალია – 2017-2018 წლის, გარდა ერთისა. კალაძემ, როგორც ჩანს, საკოლექციოდ 1985 წლის GAZ24 შეიძინა 2500 დოლარად.
შეძენილი და გაყიდული მანქანები:
იყიდა:
- ავტომანქანა TOYOTA CAMRY. გამოშვების წელი: 2018. 66116,82, GEL
- ავტომანქანა TOYOTA LAND CRUISER 200. გამოშვების წელი: 2018. 164054,12, GEL
- ავტომანქანა FIAT 500 ABARTH. გამოშვების წელი: 2017. 21000 EUR
- ავტომანქანა BRABUS ULTIMATE 125. გამოშვების წელი: 2017. 47000 EUR
- ავტომანქანა GAZ24. გამოშვების წელი: 1985. სახელმწიფო ნომერი: 2500, USD
გაყიდა:
- MERCEDES-BENZ V 250 BLUETEC (გამოშვების წელი 2015), 50000, USD
- MERCEDES BENZ AMG GTS (გამოშვების წელი 2015), 90000, EUR
- FERRARI GTO, 550000, EUR
- BENTLEY CONTINENTAL , 70000, USD
