“მადლობა რომ მძევლად არ აგვიყვანეთ და გარეთ გასვლის საშუალებას გვაძლევთ” – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე კახა კალაძეს. თბილისის მერმა დღეს განაცხადა, რომ ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, მისთვის კარი ღიაა.
“მადლობა რომ მძევლებად არ ვართ აყვანილი და საჭიროების შემთხვევაში გარეთ გასვლის საშუალებას გვაძლევენ. მინდა ყველას შევახსენო, რომ ამ უმრავლესობაში ადამიანებს არა მხოლოდ მოვალეობები, არამედ უფლებებიც გვაქვს. პარტიაში თავის დროზე თუ გავწევრიანდით ეს იყო გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენი ბიოგრაფიითა და ბრძოლით შევედით ამ პარტიაში,” – განაცხადა ფოფხაძემ “ტვ პირველის” ეთერში.
გავრცელებული ინფორმაციით, ხვალიდელ უმრავლესობის სხდომაზე მმართველმა პარტიამ შესაძლოა, იმ დეპუტატების გარიცხვის საკითხზე იმსჯელოს, რომლებიც ე.წ. მეამბოხეების სიაში შედიან.