LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული მამა დავითი – „ჩემი ნებით გადავედი, კარგად მოგვექცნენ. ხომ გვეტყობა? “

10941311_441172322721215_4938625742601872686_n

„ჩემი ნებით გადავედი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გათავისუფლებულმა მამა დავით დურგლიშვილმა განუცხადა.

სასულიერო პირმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებზე განაცხადა, რომ მას კარგად ექცეოდნენ.

„ჩემი ნებით გადავედი. კარგად მოგვექცნენ. ხომ გვეტყობა? ყველაფერი კარგად იყო. გამოსწორებული არიან სხვა პირებთან შედარებით. არაფერი საინტერესო. არაფერი მომხდარა“, – განაცხადა მამა დავითმა.

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ნიქოზთან დაკავებული სასულიერო პირი ერგნეთში რამდენიმე საათის წინ გადასცეს. მამა დავით დურგლიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.

რუსმა სამხედროებმა შიდა ქართლში სოფელ ნიქოზში საოკუპაციო ხაზთან ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში მომსახურე სასულიერო პირი, მამა დავით დურგლიშვილი გუშინ დააკავეს. მას ოკუპანტები დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთას ედავებოდნენ.

მამა დავით ჭიღლაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ამბობს, რომ მამა დავით დურგლიშვილი რუსმა სამხედროებმა საღამოს საკუთარი მინდვრიდან წაიყვანეს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g