LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირე ბიზნესი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის წინააღმდეგია

103

მცირე ბიზნესი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის წინააღმდეგია. კომპანია Autocom Japan-ის საქართველოს წარმომადგენლობაში ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება რადიკალურია და ის მილიონობით ადამიანს უმუშევარს დატოვებს.

როგორც ”ფორტუნას”, კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა სალომე მინდიაშვილმა განუცხადა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები სიიაფის გამო, ქართულ რეალობას მორგებულია. ამიტომ, ამ კანონის მიღება უმრავ ადამიანს პრობლემას შეუქმნის.

”რაც ამ გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, ხალხი პანიკაშია. ჩვენთან ქაოსია. უამრავი ადამიანი რეკავს, ისინი ვისაც გამოწერილი ჰყავთ იაპონიიდან უკვე მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, ასევე ისინი, ვინც სამომავლოდ გეგმავდნენ მსგავსი მანქანის შეძენას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ასე არ ჩაივლის და ხალხი აუცილებლად გამოხატავს წინააღმდეგობას”, – განუცხადა ”ფორტუნას” კომპანია Autocom Japan-ის წარმომადგენელმა.

როგორც სალომე მინდიაშვილმა განმარტა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები სავარიო სიტუაციას არ ქმნიან და ეს ყველაფერი მძღოლის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვიტილების მიღებას, სჯობდა მართვის მოწმობის აღება გართულებულიყო, რაც სავარიო სიტუაციების რისკს შეამცირებდა.

კომპანია Autocom Japan-ი მსოფლიო ბაზარზე 8 წელია გამოჩნდა. ქართულ ბაზარზე კი წარმომადგენლობა 3 წელია ჰყავს. კომპანიას იაპონიიდან ჩამოჰყავს როგორც მარჯვენა, ისე მარცხენასაჭიანი ავტომობილები. თუმცა, როგორც Autocom Japan-ში ამბობენ, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კუთხით მომგებიანი, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ჩამოყვანაა, მისი დაბალი ღირებულებიდან გამომდინარე.

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. შესაბამისი ცვლილებები  “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დღეს  მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g