LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სმარტი“ პროექტის – „შეიძინე ქართულის“ ფარგლებში აჭარას ეწვია

91

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ პროექტის – „შეიძინე ქართულის“ ფარგლებში აჭარას ეწვია. ამის შესახებ ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს.

„სმარტის“ თანამშრომლებმა ადგილობრივ გლეხებთან ერთად დაკრიფეს მანდარინი, რომელიც შემდგომ სუპერმარკეტების ქსელში შეძენის ფასად – 90 თეთრად, კომერციული მოგების გარეშე იყიდება.

როგორც კომპანიაში ”ფორტუნას” განუცხადეს, ეროვნული წარმოების წახალისება და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა „სმარტის“ სტრატეგიული მიზანია.

”პროექტის „შეიძინე ქართული“ ფარგლებში ჩვენ ვეწვევით საქართველოს ყველა რეგიონს და მოვახდენთ სეზონური ნატურალური ხილისა თუ ბოსტნეულის ადგილობრივი გლეხებისა და მცირე მეწარმეებისგან შესყიდვასა და „სმარტში“ არაკომერციულ ფასად რეალიზაციას. შესაბამისად, გვსურს “სმარტის“ ერთგულ მომხმარებელს მოვუწოდოთ „შეიძინოს ქართული“, – განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ

„შეიძინე ქართული“ გრძელვადიანი პროექტია და ქართული წარმოების წახალისებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში „სმარტის“ თანამშრომლები უკვე იყვნენ რთველის დროს კახეთში და ვაშლის სეზონზე გორში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g