საქართველოს კომუნიკაციების ეროვნლმა კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების“ დამტკიცების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომა კომისიაში 2015 წლის 31 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება. მაუწყებლებისთვის „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების“ პროექტი საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებულია კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
როგორც “ფორტუნას” კომისიიდან აცნობეს, ყველა დაინტერესებულ პირს, მაუწყებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება.
“კომისია საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვამდე საჯარო განხილვის ორგანიზებასაც გეგმავს, რის თაობაზეც დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება,”- განაცხადეს მარეგულირებელ კომისიაში.