ახალი 2016 წელი – ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადია. წითელი ფერი ვნების და იმპულსურობის სიმბოლოა, თვითონ მაიმუნი კი – თავისი მოჭარბებული აქტიურობითაა ცნობილი. გამომდინარე აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელიწადი მრავალფეროვანი სიახლეებით იქნება მდიდარი.
საახალწლო ტანსაცმელის შერჩევისას უპირატესობა ოქროსფერ, ნარინჯისფერ, წითელ და ბორდოს ფერებს მიანიჭეთ, სამოსი ”ცეცხლის ენების” ერგვარი განსახიერება უნდა იყოს, რადგან წლის თილისმას – ცეცხლოვან მაიმუნს ყველაფერში ექტრავაგანტულობა და ეპატაჟი უყვარს.
სადღესასწაულო მენიუში ბევრი ბოსტნეულის სალათი და შედარებით ნაკლები ხორცის კერძი შეიტანეთ, ბევრი უნდა იყოს ხილი (ბანანი, ფორთოხალი, ვაშლი) და ტკბილეულიც.
მიზნების და ოცნების რეალიზაციითვის, შეიძინეთ მაიმუნის ნებისმიერი სათამაშო და ნაძვის ხის ქვეშ დასვით, რათა ისიც თქვენთან ერთად შეხვდეს ახალ წელს. შუშის მაიმუნი წარმატებას მოიზიდავს თქვენს სახლში, კარგია მაიმუნის ამულეტის ტარებაც, ამიტომ შეიძინეთ პატარა კულონი, რომელსაც ყელზე გაიკეთებთ. საფულეში წითელ ქსოვილში შეხვეული სპილენძის მავთულის ტარებას კი, როგორც ამბობენ სიმდიდრე და ფინანსური წარმატება მოაქვს.
ნაძვის ხე – ახალი წლის მთავარი სიმბოლო და ატრიბუტია. მის მორთულობაზე კი, არა მარტო თქვენი სადღესასწაულო განწყობაა დამოკიდებული, არამედ წარმატებული წელიც.
იმ შემთხვევაში თუ ყველაზე მეტად სიყვარულს ნატრობთ, ნაძვის ხე ოთახის მარჯვენა კუთხეში დადგით და მხოლოდ წითელი და ვარდისფერი სათამაშოებით მორთეთ. თუ ფინანსურ წარმატებს თხოვთ – მარცხენა კუთხეში მოათავსეთ. თუ თქვენი მიზანი კარიერის გაკეთება ან ახალი სამსახურის დაწყებაა, მაშინ ნაძვის ხე შესასვლელი კარის პირდაპირ დადგით. იმ შემთხვევაში კი, თუ ბავშვებზე ოცნებობთ – კარის მარჯვენა კუთხეში მოათავსეთ ის, ვინც მოგზაურობაზე ოცნებობს, ნაძვის ხე მარჯვენა კედლის ცენტრში უნდა დადგას. ოთახის ცენტრში მორთული ნაძვის ხით კი, ცეცხლოვანი მაიმუნისგან ყველაფერს ცოტ-ცოტას მიიღებთ.
საჩუქრები დღესასწაულზე ისევე აუცილებელია, როგორც ნაძვის ხე. მაიმუნი ნაკლებად პრეტენზიული და მომთხოვნი არსებაა. მას არ ჭირდება ძვირფასი საჩუქრები, რადგან მისთვის მთავარი ის ემოციაა, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს ჩუქნიან და ის პატივისცემა, რომელსაც ახლობლების მიმართ გამოხატავენ. მთავარია, თქვენმა გულით შერჩეულმა საჩუქარმა მხოლოდ დადებითი ემოციები გამოიწვიოს.
