LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე ბაზარზე ,,ვიტა პროდუქტის’’ რძის პროდუქტები გაიყიდება

177

,,ვიტა პროდუქტის’’ რძის გადამამუშვებელი ახალი საწარმოს მშენებლობა დასრულდა. საწარმო წელიწადში 3000 ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშვებას, სხვადასხვა სახეობის ყველის და კარაქის წარმოებას გეგმავს.

პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში ყველის, რძისა და სხვა რძისპროდუქტების გატანა თბილისში და უცხურ ბაზრებზეც იგეგმება. ,,ვიტა პროდუქტის’’ წარმოებული 1 კგ ყველი 7 ლარი ეღირება.

,,ჩვენ ვიწყებთ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რათა მივიღოთ სერთიფიკატები და ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის პროდუქცია სართაშორისო ბაზარზე მარტივად გავიტანოთ. დაგემილი გვაქვს თბილისის ათვისებაც.’’ – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროექტის ფარგლებში – 178,712 აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო თანადაფინანსება და 223,390 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. საწარმოს მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g