თბილისის “ვითამ” ვითიბი ლიგის მე-11 ტურის მატჩი სტუმრად გამართა მინსკში, იქაურ “ცმოკისთან” და ანგარიშით 74:94 დამარცხდა.
ვითელთა შემადგენლობაში საუკეთესო პიერია ჰენრია გახდა. მან 14 ქულა, 8 მოხსნა, 4 გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ვითელთა შორის ყველაზე მეტი 16 ქულა კი ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზეა.
ეს “ვითას” ზედიზედ მე-11 მარცხია ვითიბი ლიგაში.
“სასიამოვნო იყო მინსკში ჩასვლა და ასეთ შესანიშნავ არენაზე თამაში. სამწუხაროა, რომ ბრძოლისუნარიანი კოლექტივის ჩამოყვანა ვერ მოვახერხეთ. თითოეული ტურის შემდეგ ვკარგავთ კალათბურთელებს და ჯერ არ შეგვიძლია ისეთ გუნდებს გავუწიოთ კონკურენტობა, როგორიც “ცმოკია”, – თქვა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე “ვითას” მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ.
მომდევნო შეხვედრას “ვითა” თბილისში 13 დეკემბერს ჩეხურ “ნიმბურკთან” გამართავს.