LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთსა და ყატარში უნდა დარჩეს

17

ინგლისის ნაკრების ექს კაპიტანმა მუნდიალის მასპინძლების გადახედვის იდეას მხარი არ დაუჭირა.

”არ აქვს მნიშვნელობა იყო თუ არა კორუფცია, მოხდა ამ ქვეყნების არჩევა და ადამიანებმა ამ არჩევანს მხარი უნდა დაუჭირონ. მთავარია ფეხბურთი ახალ ქვეყნებშიც შევიდეს. ეს უნდა მივიღოთ. ყატარში ინფრასტრუქტურისა და კლიმატის პრობლემაა? ვფიქრობ, ისინი ყველაფერს გაუმკლავდებიან. ფიფას კიდევ ბევრი საქმე აქვს, რომ ეს უწესრიგობა მოაგვაროს. ამაზრზენია იმის ყურება, თუ რად გადააქციეს ფეხბურთი”, – ციტირებს The Telegraph ბექჰემის სიტყვებს.

ფეხბურთელის რანგში თავად ბექჰემმა სამ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ორჯერ მეოთხედფინალამდე მივიდა.

ოქტომბერში ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ თავდაპირველად 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარება რუსეთსა და აშშ-ში იგეგმებოდა, თუმცა მიშელ პლატინის გამო მეორე მუნდიალი ყატარს ერგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g