ბანკი “რესპუბლიკა” თავის მომხარებელს კიდევ ერთ სიურპრიზს სთავაზობს. საახალწლო აქციის ფარგლებში მომხმარებლები, რომლებიც შაბათს, 12 დეკემბერს ისარგებლებენ ბანკ “რესპუბლიკის” განვადებით შემდეგ ობიექტებზე: “ელიტელექტრონიქსში’’, ,,გუდვილის’’ ქავთარაძის ფილიალში არსებულ ტექნიკის მაღაზიებში, ,,ისთ ფოინთში’’ და ,,თბილისი ცენტრალში’’, მიიღებენ ბანკის ბრენდირებულ საჩუქრებს.
,ბანკმა რესპუბლიკამ’’ წინასაახალწლო აქცია დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. აქციის ფარგლებში, 1600-მდე ობიექტში ბანკის განვადების განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს.