ავტოგასამართი სადგურების ქსელის მქონე კომპანიების ნაწილმა საწვავი გააიაფა. 8 დეკემბრიდან ბენზინის ფასი შემცირა კომპანია „ვისოლმა“. კომპანიის ავტოგასამართ ქსელში 5-13 თეთრით გაიაფდა. ამის შესახებ ”ფორტუნას” ”ვისოლიდან” აცნობეს.
რაც შეეხება ფასებს, ეკო სუპერი 1.9 ლარი ღირს (-10 თეთრი), ეკო პრემიუმი – 1,85 ლარი (-10 თეთრი), ეკო რეგულარი – 1,75 ლარი (-13 თეთრი), ეკო დიზელის ფასი – 1,79 ლარია (-11 თეთრი), ეკო სუპერ 100 – 2,2 ლარი (- 5 თეთრი), ევრო რეგულარი 1,68 ლარი (-10 თეთრი).
საწვავი გააიაფეს სხვა კომპანიებმაც. “გალფი” საახალწლოდ კიდევ ერთხელ ამცირებს საწვავზე ფასს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ამჯერად G-Force პრემიუმზე ფასი 6 თეთრით შემცირდა , რამაც ჯამურად ნოემბრის შემდეგ 16 თეთრი შეადგინა. G-Force პრემიუმის ფასი “გალფის” ქსელში უკვე 1,89 ლარია.
საწვავი გააიაფა ”ლუკოილმაც”. კომპანიამ ქსელში საწვავის ფასი მკვეთრად შეამცირა. სხვადასხვა სახის საწვავის ღირებულება 10 თეთრით შემცირდა და დღეისათვის 1 ლიტრი ევრო რეგულარის ფასი 1,63 ლარია, პრემიუმ ავანგარდი 1.79 ლარი ღირს, ევრო სუპერის ფასი – 1,89 ლარია.