რეპერი ზაზა ნოზაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვერც ერთი გოგონა, რომელიც „ფეისბუქით“ გაიცნო და შემდეგ შეხვდა… ვერ იცნო.
„თუკი რატომღაც ხვდები გოგოს რომელიც ფეისბუქზე გაიცანი და ის აღმოჩნდა, რასაც ელოდი, ჩათვალე, იღბლიანი ადამიანი ხარ, იმიტომ, რომ 90%-ს არ უმართლებს))))))))
აი, მე არასდროს არ მიმართლებს. იმდენად განსხვავდებიან ცხოვრებაში (ვიზუალს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა), რომ ვერ ვიცანი ვერც ერთხელ…
ჰოდა, აი, რა უბედურებაა ეს ფოტოშოპი, აი, რატო?
მეზიზღება ფოტოშოპი! ძირს! მახეა ერთგვარი თუ რა უბედურებაა??
ბოლოს ხო მაინც იწვები ხო??? აი, რა ვიცი. ძააან ცუდია!“ – ამბობს რეპერი და იმედოვნებს, რომ ამ სტატუსის შემდეგ, ის გოგონა, რომელსაც შეხვდა, აღარასდროს დაუკავშირდება.