LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერი დეპრესიას ებრძვის (ფოტო)

justin-bieber-reveals-why-he-was-crying-in-public-with-hailey-baldwin-750-1533891041-1_crop

ჯასტინ ბიბერს მენტალური პრობლემები აწუხებს. ინსაიდერის ინფორმაციით, 24 წლის შემსრულებელს რთული პერიოდი აქვს.

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, კანადელი ვარსკვლავი დეპრესიასთან გასამკლავებლად მკურნალობის კურსს გადის.

გაირკვა, რომ ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა მომღერალმა, დახმარებისთვის სპეციალისტსაც მიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯეი ბიმ Vogue-თან ინტერვიუში, რომლის მარტის ნომრის ფურცლებზე ის მეუღლესთან, ჰეილი ბოლდუინთან ერთად გამოჩნდა, თავად დაადასტურა და აღნიშნა, რომ ,,ჰოფმანის პროცესით” ცნობილი ინტენსიური ჯგუფის 7 დღიანმა მკურნალობის კურსმა უშედეგოდ ჩაიარა.

ჯასტინი დარწმუნებულია, რომ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მემკვიდრეობითია, რადგან ადრეულ ასაკში მისი მშობლებიც მსგავსი გართულებებით იტანჯებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით გასამართი მეოთხე სტუდიური ალბომის, Purpose მხარდასაჭერი ტურნეს კონცერტები, ჯასტინ ბიბერმა სწორედ ფსიქიკური აშლილობის მიზეზით გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები