LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში სეზონი 13 დეკემბერს გაიხსნება

36

გუდაურში ზამთრის სეზონის გახსნისთვის მზადება მიმდინარეობს. კურორტზე სეზონი წელს ოფიციალურად  13 დეკემბერს იხსნება. ამის შესახებ ”ფორტუნას” მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, წელს კურორტზე გარკვეული სამუშაოები ჩატარდა. გუდაურში დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების სისტემაც, რაც სასრიალო ტრასების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, გაკეთდა საბავშვო პარკი და საჩოჩიალო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g