LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს მახინჯ პრაქტიკას, რომელიც ადამიანების უკანონო დაკავებას უკავშირდება – ქეთევან ციხელაშვილი

engurii ganmuxurui

სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს მახინჯ პრაქტიკას, რომელიც ადამიანების უკანონო დაკავებას უკავშირდება – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განმუხურში 2 მამაკაცის დაკავების შესახებ განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

“ამას თავის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები აქვს და პარტნიორებთან ამაზე არის კომუნუკაცია,”- აღნიშნა  ქეთევან ციხელაშვილმა. მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმი პრობლემას  მხოლოდ ქართული პასპორტის მქონე ადამიანებს არ უქმნის.

“მათივე წყაროები ცინიკურად ამბობენ, რომ დაკავებულთა 80% არიან მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, ქართველებიც, მაგრამ ასევე ოსები და აფხაზები,” – განაცხადა ციხელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g