LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები სოლო მოგზაურობისთვის

travel

ტურისტული საიტის Wegoplaces ჯგუფმა ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ნუსხა შეადგინა დამოუკიდებლად მოგზაურობის მოყვარულთათვის. რეიტინგი გელაპის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით შედგა, რომლის ექსპერტებმა 142 ქვეყანის მოქალაქეებს მიმართეს შეკითხვით – თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ღამით ქალაქში სეირნობისას, რამდენად ენდობოდნენ პოლიციას და გამხდარან თუ არა ოდესმე კრიმინალთა თავდასხმის მსხვერპლი.

გამოკითხვის შედეგებმა დაადასტურა, რომ აზიისა და დასავლეთ ევროპის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში – ნორვეგიაში, ისლანდიასა და ფინეთში, უზბეკეთში, ჰონგკონგსა და შვეიცარიაში, კანადაში, ინდონეზიასა და დანიაში, სადაც კანონის ძლეირი სისტემა მოქმედებს, მოქალაქეები ბევრად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, ვიდრე ნაკლებად შეძლებულ ვენესუელაში, ავღანეთსა და სამხრეთ სუდანში, გაბონში, მექსიკასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, დომენიკანაში, ბოტსვანასა და სიერა-ლიონეში.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების რეიტინგის ლიდერი, რომელშიც ახალი ზელანდია, ავსტრია, პორტუგალია და დანია მოხვდნენ, ისლანდია გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები