LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის დასაკავშირებლად 3 ვარიანტი განიხილება

rkinigzakutaisi-e1491289046357-620x313

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის დასაკავშირებლად მთავრობა 3 ვარიანტს განიხილავს. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროექტის რეალიზებასთან დაკავშირებით, თავის დროზე დასკვნა დაიდო, რომელსაც ახლა განახლება სჭირდება.

საღირაშვილის თქმით, პროექტის განხორციელების სამი სცენარი არსებობს.

პირველია, არსებული კოპიტნარის სადგურის რეკონსტრუქცია, რომელიც დაახლოებით 2 კმ-ში მდებარეობს აეროპორტიდან და შემდეგ შატლებით გადაადგილება. მეორე სცენარი გულისხმობს, 700 მეტრში ტერმინალიდან, სადაც ახლა გადის არსებული რკინიგზა, იქ მოეწყოს ბაქანი და საფეხმავლო ან სხვა გზებით მოხდეს მგზავრების გადაადგილება. რაც შეეხება მესამე სცენარს, მის მიხედვით საკუთრივ აეროპორტთან განიხილება ტერმინალის მოწყობა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის მიყვანის პროექტი 1 თვეში უნდა შეირჩეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g