LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკეტილი აეროპორტი, გადადებული ფრენები და პარალიზებული ავტომაგისტრალები – კანადა დიდთოვლობას ებრძვის

snow

კანადა უამინდობის გამო პარალიზებულია. ქალაქ ოტავაში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, რამაც დასახლებას უამრავი პრობლემა შეუქმნა. თოვლის საფარმა 40 სმ-ს გადააჭარბა, ეს კი ქალაქისთვის ძალიან ბევრია. ყინვის გამო მოძრაობა შეფერხდა მაგისტრალებზე, ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლში დარჩენა და ავტომობილით გადაადგილებისგან თავის შეკავებაც კი ურჩია, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ერთი ორადაა გაზრდილი. დაიკეტა ასევე ოტავას საერთაშორისო აეროპორტიც, რის გამოც ათობით რეისი გაუქმდა ან გაურკვეველი ვადით გადაიდო. აღსანიშნავია, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესიც რამდენიმე დღით შეჩერდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g