მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის ფონზე საქართველოში საწვავის გაიაფება გრძელდება. დღეს საწვავი “გალფმა” და “ლუკოილმა” გააიაფეს.
წინასაახალწლოდ “გალფის” ქსელში ფასები 4-6 თეთრით შემცირდა. კერძოდ, კომაპნიის ინფორმაციით, ამჯერად საწვავის ფასები ასეთია: G-Force პრემიუმი – 1,85; G-Force ევრო რეგულარი – 1,75; ევრო რეგულარი – 1,65; G-Force ევრო დიზელი – 1,69.
გარდა ამისა, “გალფის” ქსელში კვლავ გრძელდება დამატებით – 4 თეთრი ფასდაკლება Gulf Club-ის წევრებისთვის. შესაბამისად, კლუბის წევრები “გალფის” საწვავზე 7-10 თეთრი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
საწვავი 7 თეთრით შეამცირა “ლუკოილმაც”. შედეგად, 1 ლიტრი ევრო რეგულარის მარკის ბენზინის ფასი 1,56 ლარამდე შემცირდა.
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნის ტრენდი გრძელდება. ორშაბათს, თბილისის დროით, 11:24 საათზე ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 37,83 აშშ დოლარი შეადგინა.
საწავავის რეალიზატორმა ქართულმა კომპანიებმა საწვავი გასულ კვირასაც გააიაფეს.