„ტექნო ბუმში“ საახალწლო საჩუქრებისა და ფასდაკლებების ბუმი მომხმარებელთა განსაკუთრებული აქტიურობის ფონზე მიმდინარეობს. ამის შესახებ ,,ფორტუნას’’ კომპანიაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, მომხმარებლებს მსოფლიო ბრენდების უახლესი მოდელების შეძენა საახალწლო ფასდაკლებით შეუძლიათ, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას კი თითოეული მომხმარებელი სასაჩუქრე ბარათს მიიღებს და საახალწლო საჩუქარს მოიგებს. საჩუქრების არჩევანი დიდია: მაცივრები, სარეცხი მანქანები, გაზქურები, ტელევიზორები, სმარტფონები, წვრილი ტექნიკა და კედლის საათები.
„ფასდაკლებებთან და საჩუქრებთან ერთად მოქმედებს უპროცენტო 24-თვიანი და 12- თვიანი განვადებები ყოველგვარი წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე.
გარდა ამისა, „ტექნო ბუმის“ მაღაზიათა ქსელში საახალწლო ფასდაკლებით პურის საცხობის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია თავად შეარჩიოს საჩუქარი- ხორცის მანქანა ან აეროგრილი.“- განაცხადეს კომპანიაში.
საახალწლო აქცია მიმდინარეობს მსოფლიო ბრენდების: Brown-ის, Kenwood-ისა და Delonghi-ის ტექნიკაზე. აქციის ფარგლებში ყველა, ვინც შეიძენს Brown-ის, Kenwood-ისა და Delonghi-ის 200 ლარის ან მეტი ღირებულების ნებისმიერ ტექნიკას, საჩუქრად 220 ლარიან Brown-ის ბლენდერ – ჩოპერს მიიღებს.
ამავდროულად გრძელდება ფასდაკლებები სეზონურ პროდუქციაზე-გაზისა და ელექტრო გამათბობლებზე. ფასდაკლებები და განვადებები მსოფლიო ბრენდების ყველა დასახელების ტექნიკაზეა.
21 დეკემბრამდე კი „ბანკ რესპუბლიკის“ განვადებით ტექნიკის შეძენის შემთხვევაში, 21 დეკემბერს განვადებას „ტექნო ბუმი“ დაფარავს.
საახალწლო საჩუქრებისა და ფასდაკლებების აქციები „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში მოქმედებს.