კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, გლდანის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, სამუშაოები წყალსადენის 1400 მმ-იან მაგისტრალზე განხორციელდება. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის მიყენების მიზნით, კომპანია სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებს.
ამ მიზნით, დღეს, 23:00 საათიდან ხვალ, 17 დეკემბერის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VI, VIII მ/რაიონებს, თემქის III მ/რაიონს, ასევე, გლდანის რაიონის დასახლებებს, ანდრონიკაშვილს, ბიჭვინთისა და რევოლუციის ქუჩებს.